საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომები მოიწვევა ორ კვირაში ერთხელ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება მინისტრთა კაბინეტის წევრთა ნახევარი მაინც. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება მინისტრთა კაბინეტის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ხმა. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
Article 26. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომები და სხდომებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 15 Mar 1994
