საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათი შესრულების სისტემატური შემოწმებისათვის მოქმედებს მინისტრთა კაბინეტის აპარატი. ანალიზური, საინფორმაციო და სხვა მასალების, სათანადო წინადადებების პროექტების მომზადებას, ნორმათშემოქმედებით საქმიანობას, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას და მათი შესრულების კოორდინაციას ახორციელებენ მინისტრთა კაბინეტის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩევლები. მინისტრთა კაბინეტის აპარატს სათავეში უდგას მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელი. აპარატის ხელმძღვანელს, მთავარ სახელმწიფო მრჩევლებს და ძირითად ქვედანაყოფთა ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრთა კაბინეტი. აპარატის მუშაკთა უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს დებულება, რომელსაც ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტი. მინისტრთა კაბინეტის აპარატის სტრუქტურას, შტატებს, შენახვის ხარჯებს და მუშაკთა შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე. თბილისი, 1992 წლის 22 დეკემბერი.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
Article 31. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატი
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 15 Mar 1994
