1.სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით.
2.სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონით.
3.ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება აქვს კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო შესაბამის საქმეს განიხილავს სასამართლო.
4.ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, აგრეთვე მისი შევსებისა და წარდგენის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
5.ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. მუხლი 34. სისხლის ან მისი კომპონენტის შეგროვება, დამუშავება, შენახვა, განაწილება ან/და გაცემა (საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობა) სათანადო ლიცენზიის გარეშე 1. პირის მიერ სისხლის ან მისი კომპონენტის შეგროვება, დამუშავება, შენახვა, განაწილება ან/და გაცემა (საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობა) სათანადო ლიცენზიის გარეშე − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას არაუმეტეს 50 000 ლარისა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას არაუმეტეს 100 000 ლარისა. მუხლი 35. სისხლის დაწესებულების მიერ სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვების, დამუშავების, შენახვის, განაწილების ან/და გაცემის (საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის) სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვების, დამუშავების, შენახვის, განაწილების ან/და გაცემის (საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის) სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა − გამოიწვევს სისხლის დაწესებულების დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა.





