1.შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას შემსყიდველი ორგანიზაცია ითვალისწინებს საჯარო შესყიდვის გამოცხადების დღისთვის საჯარო შესყიდვის ფარგლებში საჯარო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადას, აგრეთვე შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთვის გადასახდელ თანხას, გარდა დღგ-ისა.
2.შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჩარჩოშეთანხმებისა და დინამიკური შესყიდვის სისტემის შემთხვევაში განისაზღვრება ჩარჩოშეთანხმებისა და დინამიკური შესყიდვის სისტემის მოქმედების პერიოდში დასადები შესყიდვის ხელშეკრულებების ღირებულებების ჯამური ოდენობით, გარდა დღგ-ისა.
3.თუ საჯარო შესყიდვა ლოტებად ხორციელდება და, შესაბამისად, შესყიდვის ხელშეკრულება შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ლოტებად დაყოფის შედეგად იდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება ლოტების სავარაუდო ღირებულებების ჯამური ოდენობით, გარდა დღგ-ისა.
4.შერეული შესყიდვის დაყოფისას და შესყიდვის ხელშეკრულებების ცალ-ცალკე დადებისას შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება დასადები შესყიდვის ხელშეკრულებების ღირებულებების ჯამური ოდენობით, გარდა დღგ-ისა.
5.დაუშვებელია შესყიდვის სავარაუდო ღირებულების იმ განზრახვით დაანგარიშება, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი მონეტარული ზღვრებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას თავი აარიდოს.
6.შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის დეტალური წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
