Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ეკონომიკურ ოპერატორს წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჯარო შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.
3.შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის (შემდგომ – უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია) საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.
These lawyers work in the legal area related to this article.