1.შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს: ა) როგორც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, ისე პრეტენდენტს, თუ საჩივარი ეხება: ა.ა) გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სატენდერო/საკონკურსო განცხადებასა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციასთან; ა.ბ) ნებისმიერ გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მიღებულია/განხორციელებულია სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე; ა.გ) გადაწყვეტილებას, რომლითაც საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაისინჯა ამ პუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ბ) მხოლოდ პრეტენდენტს, თუ საჩივარი ეხება სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყების შემდეგ მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრირებულ პირს – გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და საჩივარი ეხება გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. [ გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრირებულ პირს – გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და საჩივარი ეხება გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 2. შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრდება, თუ საჩივარი ეხება: ა) ამ კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალებისა და მეთოდის შერჩევას; ბ) გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას − თუ შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია; [ ბ) გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას − თუ შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] გ) საბჭოში გასაჩივრების შემთხვევაში − სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერებას.
3.შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს შემდეგ ვადებში: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ქმედება − სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება − აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ხოლო ქმედება – მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის შედეგად ხელშეკრულების დადებამდე; [ ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება − აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ხოლო ქმედება – მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის შედეგად ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებამდე; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება − აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
4.საბჭოს საჩივარი ელექტრონულად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარედგინება. საჩივრის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით.
5.საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა საბჭო განიხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს, თუ: ა) იგი არაუფლებამოსილმა პირმა წარადგინა; ბ) მისი წარდგენის ვადა გავიდა ან საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის ხელშეკრულება უკვე დადებულია; [ ბ) მისი წარდგენის ვადა გავიდა ან საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება უკვე დადებულია; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] გ) იგი არ ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებას/ქმედებას; დ) შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება/ქმედება, ამ კანონის შესაბამისად, საბჭოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება; ე) დავის საგანი არ არსებობს; ვ) საბჭოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; ზ) არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; თ) მასში მითითებული საკითხი სასამართლოს განსჯადია; ი) სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
6.თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ კანონითა და საბჭოს რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი, საბჭო მომჩივანს აძლევს 1 სამუშაო დღის ვადას საჩივრის დასაზუსტებლად. თუ მომჩივანი არ დააზუსტებს საჩივარს, საჩივარი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად დაუშვებლად იქნება ცნობილი (რაც უთანაბრდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას). თუ მომჩივანი დაზუსტებულ საჩივარს წარადგენს, საბჭო დაზუსტებული საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა განიხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. თუ მომჩივანი არასრულყოფილად დააზუსტებს საჩივარს, იგი დაუშვებლად იქნება ცნობილი.
7.საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს იმ შემთხვევაშიც, თუ საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძვლის არსებობა მისი დასაშვებად ცნობის შემდეგ გაირკვევა.
8.საჩივრის დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ, საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში.
9.გასაჩივრებული სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე ავტომატურად ჩერდება. სახელმწიფო შესყიდვის პროცესი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ ჩერდება. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ასევე ვალდებულია იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს გამოცხადებული ხელახალი სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები (არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები ჩერდება აგრეთვე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველისთვის/შერჩევის პროცესის მონაწილისთვის. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება იწვევს გამარტივებული შესყიდვის პროცედურების შეჩერებას, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის პროცედურისა. [ 9. გასაჩივრებული სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე ავტომატურად ჩერდება. სახელმწიფო შესყიდვის პროცესი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ ჩერდება. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ასევე ვალდებულია იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს გამოცხადებული ხელახალი სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები (არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები ჩერდება აგრეთვე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველისთვის/შერჩევის პროცესის მონაწილისთვის. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება იწვევს გამარტივებული შესყიდვის პროცედურების (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის პროცედურისა) შეჩერებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 10. მომჩივანს უფლება აქვს, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოიხმოს საჩივარი. ამ შემთხვევაში საჩივარი აღარ განიხილება. მომჩივნის მიერ საჩივრის გამოხმობის შესახებ ინფორმაცია არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.


