1.საბჭოს წევრს ეძლევა შრომის ანაზღაურება. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, ხოლო საბჭოს სხვა წევრის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით.



