მუხლი 32. მუშაკის დათხოვნას ან მის მიმართ დისციპლინური სასჯელის უკანონოდ გამოყენების შემთხვევაში ზემდგომი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას დადგენილების, ბრძანების (განკარგულების) გაუქმების შესახებ. მუხლი 33. ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების პირი დავის არსებითად განხილვის შემდეგ სამი დღის ვადაში ეგზავნება ან ბარდება დაინტერესებულ მუშაკს, აგრეთვე იმ ორგანოს, რომლის მოქმედებაც იყო გასაჩივრებული. დისციპლინური სასჯელის შესახებ შრომითი დავის განხილვისას ზემდგომ ორგანოს უფლება არა აქვს მუშაკის მიმართ გამოიყენოს უფრო მკაცრი დისციპლინური სასჯელი, მაგრამ შეუძლია გამოყენებული დისციპლინური სასჯელის ზომა შეცვალოს უფრო მსუბუქით, ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის კონკრეტული გარემოებები, რომლის დროსაც ჩადენილ იქნა დისციპლინური გადაცდომა, აგრეთვე მისი წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა. მუხლი 34. ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილებით წინანდელ სამუშაოზე მუშაკის აღდგენის შემთხვევაში მას აუნაზღაურდება ხელფასი იძულებით გაცდენილი დღეებისათვის სამუშაოდან დათხოვნის დღიდან ან აუნაზღაურდება ხელფასი დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მუხლი 35. ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილება უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, აგრეთვე მისთვის იძულებით გაცდენილი ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. ზემდგომი ორგანოს შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებისას, საშუალო ხელფასის ან ხელფასის სხვაობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თავად ეს ორგანო. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ე. შევარდნაძე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი ვ. გოგუაძე თბილისი, 1992 წლის 20 აგვისტო
Article 31. ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილება შრომითი დავის თაობაზე უნდა იყოს კანონიერი და მოტივირებული.
Consolidation №0 Verified against the current consolidation · 31 Aug 1992




