1.ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
2.თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები).
3.ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა განისაზღვრება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4.ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამ თანამშრომლის ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.


