1.სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას აფასებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის, მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიების (მათ შორის, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების), მონაცემთა შემდგომი საერთაშორისო გადაცემის წესების, მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს არსებობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის ანალიზის საფუძველზე.
2.იმ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ნუსხა, რომლებშიც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, განისაზღვრება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.
3.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ნუსხა სულ მცირე 3 წელიწადში ერთხელ უნდა გადაისინჯოს. თუ სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, აღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ნუსხაში შეტანილი უნდა იქნეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებსაც უკუქცევითი ძალა არ ექნება. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. თავი VI მონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპები საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

