რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების მიზანია ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და სათანადო რეაგირება.
2.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების ამოცანებია: ა) ავტორიზებული პირის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას, სარეგისტრაციო ან/და სალიცენზიო პირობების ან/და შეზღუდვების შესრულების კონტროლი ან/და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის პირობების დარღვევის გამოვლენა; ბ) არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენა; გ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.