1.
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებები უნდა შემუშავდეს, დაიგეგმოს და განხორციელდეს კომპლექსურად, რათა ბირთვული დაცულობის ღონისძიებებმა არ დააზიანოს ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პირიქით.
3.საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ეფექტიანი ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმის შექმნას, ფუნქციონირებასა და სტაბილურობას დაცულობასთან დაკავშირებული მოვლენების თავიდან აცილების, გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით.
4.ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმით უნდა ჩამოყალიბდეს: ა) პირობები, რომლებიც მინიმუმამდე შეამცირებს რადიოაქტიური მასალისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს უკანონო დაუფლების შესაძლებლობას და საბოტაჟის შემთხვევებს; ბ) დაკარგული ბირთვული მასალის ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში, ტექნიკური დახმარების გაწევის, ინფორმაციის მიწოდებისა და საბოტაჟის შედეგების მაქსიმალურად შემცირების ღონისძიებები, ასევე აღმოჩენილი მასალისა და წყაროს დაბრუნების ოპერატიული ზომები; გ) სატრანზიტო ქვეყნის მხრიდან ბირთვული მასალისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს დაცვის უზრუნველყოფის გარანტიების არარსებობის შემთხვევაში ტრანზიტის აკრძალვა; დ) ბირთვული და რადიოაქტიური მასალების ბირთვული დაცულობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ზომები.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვრება ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული უკანონო ქმედების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.