წყლის რესურსების მართვის შესახებ
Article 36. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისთვის
1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისგან. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან აანაზღაურონ ამ კანონის დარღვევით გარემოსთვის მიყენებული ზიანი, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი XII გარდამავალი დებულებები
