Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.უცხო ქვეყანაში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტზე, აგრეთვე საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე უცხო ქვეყნის პერსონალზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის დაქვემდებარების, მართვისა და კონტროლის საკითხები წესრიგდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, მხარდამჭერი დოკუმენტით ან/და ამ კოდექსის 119-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან/და 121-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებით.
These lawyers work in the legal area related to this article.