Article 145. სადისციპლინო საბჭო
1. სადისციპლინო საბჭო, რომელიც დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოა, განიხილავს: ა) სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად; ბ) სამხედრო მოსამსახურის განცხადებას საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის (გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე (დისციპლინური პასუხისმგებლობის გადასინჯვა).
2. სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს დისციპლინური საქმე ან/და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის გარემოებათა დამატებით გამოსაკვლევად; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს წარუდგინოს რეკომენდაცია სამხედრო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ კოდექსის 147-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
3. სადისციპლინო საბჭოების რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
თავდაცვის კოდექსი
