დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.დისციპლინური წარმოება ხორციელდება ამ მუხლის, აგრეთვე მინისტრის მიერ დამტკიცებული მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებისა და დისციპლინური წარმოების წესის შესაბამისად.
2.სააგენტოს უფროსი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე. სააგენტოს უფროსისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებას მინისტრის აღნიშნული ნორმატიული აქტით დადგენილი წესით იღებს მინისტრი.
3.დაუშვებელია მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მისი დროებითი შრომისუუნარობის ან შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 1 წელზე მეტია გასული.
4.მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, აგრეთვე ამ გადაცდომის ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
5.სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
6.სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
7.დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
8.მოსამსახურე დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში.
9.მოსამსახურეს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას, თუ მას ახალი დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ, აგრეთვე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
10.(ამოღებულია - 28.05.2026, №1623). საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1623 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
The amendments this article has been through
Paras 1-2 reformulated (disciplinary proceedings per Minister-approved ethics/discipline rules; who decides penalties for employees and the Agency head); para 10 repealed.
amending act №6874418These lawyers work in the legal area related to this article.