მინისტრი უფლებამოსილია: ა) სრულად დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურის განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურის განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილი; გ) არ დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურის განცხადება და ძალაში დატოვოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დ) გასცეს წერილობითი მითითება (დავალება) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის თაობაზე.
Article 147. სამხედრო მოსამსახურის განცხადების განხილვა
Consolidation №12 Verified against the current consolidation · 13 May 2026
