Article 182. სამხედრო წოდებების გათანაბრება
1. ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ თავდაცვის ძალების რეზერვში მყოფი პირების სამხედრო წოდებები გათანაბრდეს შემდეგი წესით: ა) ეფრეიტორი და II კლასის ეფრეიტორი − რიგითი; ბ) მატროსი, უფროსი მატროსი და II კლასის მატროსი − საზღვაო რიგითი; გ) I კლასის ეფრეიტორი − I კლასის რიგითი; დ) I კლასის მატროსი − I კლასის საზღვაო რიგითი; ე) ბატალიონის სერჟანტი და შტაბის სერჟანტი − მასტერ-სერჟანტი; ვ) ხომალდის მიჩმანი და შტაბის მიჩმანი − მასტერ-მიჩმანი; ზ) ბრიგადის სერჟანტი − მთავარი სერჟანტი; თ) უმცროსი ლეიტენანტი − ლეიტენანტი.
2. ამ მუხლის ამოქმედების დღისთვის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და თავდაცვის ძალების რეზერვში მყოფი პირების სამხედრო წოდებები გათანაბრდეს შემდეგი წესით: ა) საზღვაო რიგითი − რიგითი; ბ) I კლასის საზღვაო რიგითი − I კლასის რიგითი; გ) საზღვაო კაპრალი − კაპრალი; დ) საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი − კაპრალ-სპეციალისტი; ე) უმცროსი მიჩმანი − უმცროსი სერჟანტი; ვ) მიჩმანი − სერჟანტი; ზ) უფროსი მიჩმანი − უფროსი სერჟანტი; თ) მასტერ-მიჩმანი − მასტერ-სერჟანტი; ი) მთავარი მიჩმანი − მთავარი სერჟანტი; კ) ლეიტენანტი − ლეიტენანტი; ლ) უფროსი ლეიტენანტი − უფროსი ლეიტენანტი; მ) კაპიტან-ლეიტენანტი − კაპიტანი; ნ) III რანგის კაპიტანი − მაიორი; ო) II რანგის კაპიტანი − ვიცე-პოლკოვნიკი; პ) I რანგის კაპიტანი − პოლკოვნიკი; ჟ) კონტრადმირალი − ბრიგადის გენერალი; რ) ვიცე-ადმირალი − გენერალ-მაიორი; ს) ადმირალი − გენერალ-ლეიტენანტი.
3. შესაბამისმა უფლებამოსილმა სამსახურმა უზრუნველყოს მოქმედი სამხედრო მოსამსახურისა და თავდაცვის ძალების რეზერვში მყოფი პირის სააღრიცხვო მონაცემების შეცვლა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად სამხედრო წოდებების გასათანაბრებლად.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
თავდაცვის კოდექსი
