Article 184. კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტების მოქმედება
1. ამ კოდექსის 185-ე მუხლით განსაზღვრული ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე სამინისტროს საქმიანობასა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები, აგრეთვე ამ კოდექსის ამოქმედებამდე და მისი ამოქმედების შემდეგ აღნიშნული ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე მოქმედებს/გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
