Article 54. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხოელის სამხედრო სამსახურში მიღების წესი
1. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი: ა) ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას; ბ) საკუთარი სურვილით შეიძლება მიღებულ იქნეს პროფესიულ სამხედრო სამსახურში.
2. უცხოელი საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სამხედრო სამსახურში.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
4. ამ მუხლის საფუძველზე სამხედრო სამსახურში მიღებული პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურის ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების წერილობით ვალდებულებას. აღნიშნული წერილობითი ვალდებულების ტექსტს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №769 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი VI სამხედრო აღრიცხვა
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
