საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.2025 წლის 1 იანვრამდე: ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამსახურში მსახურობს, სამხედრო სამსახურს გადის თავდაცვის კოდექსის შესაბამისად. მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით; ბ) სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით; გ) სამსახურში ჩასარიცხი წვევამდელის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი დგინდება „საქართველოს დაზვერვის სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; დ) წვევამდელი სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას.
2.წვევამდელს სამსახურის საკონტრაქტო სამსახურის დადგენილი წესით გავლა ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად. იგი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.
3.იმ პირის მიერ, რომელიც სამსახურში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის, თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნება ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. ეს პირი საერთო წესით დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
The amendments this article has been through
Defines a transitional period for military service until January 1, 2025, allowing conscripts to be recruited into the contract service of the SSS.
amending act №5881694These lawyers work in the legal area related to this article.