1.ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქპატენტის მიერ მისი რეგისტრაციის საფუძველზე, ხოლო აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა − საქპატენტის მიერ მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებით.
2.საქართველოში უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქპატენტის მიერ მისი რეგისტრაციის ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.
3.რეგისტრირებული ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა და საქპატენტის მიერ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა შეიტანება რეესტრში. რეესტრის მონაცემები საჯაროა. თავი II ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია


