1.
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ინფორმირებული თანხმობის განცხადებამდე მომავალმა დონორმა ცოცხალი დონაციის სპეციალისტისგან უნდა მიიღოს მიუკერძოებელი კონსულტაცია ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული რისკებისა და მისი უფლება-მოვალეობების შესახებ.
3.ცოცხალი დონორისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციის გასაწევად მისგან მოპოვებული უნდა იქნეს ყველა საჭირო ინფორმაცია. კონსულტაცია უნდა მოიცავდეს ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება ცოცხალი დონაციის პროცესს, მის მიზანს, არსსა და მოსალოდნელ შედეგებს, მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მოსალოდნელ მოკლევადიან და გრძელვადიან სამედიცინო და ფსიქოლოგიურ რისკებს, რეციპიენტისთვის მოსალოდნელ რისკებსა და გართულებებს და მისი მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს, იმ უკუჩვენებებს, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ორგანოს დონაციას, აგრეთვე დონორის უფლებებს, მისი დაცვის გარანტიებსა და მის ვალდებულებებს.
4.ცოცხალი დონორისთვის კონსულტაციის გაწევისა და ინფორმაციის მიწოდების, აგრეთვე მისგან ინფორმაციის მიღების შედეგები უნდა აისახოს დონორის სამედიცინო ჩანაწერებში. დონორისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან ინფორმაციის მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ბრძანებით.
5.დონორს მკაფიოდ უნდა განემარტოს, რომ მას აქვს თავისუფალი ნება და შეუძლია ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი დონაციაზე ისე, რომ ამას მისთვის არანაირი შედეგი არ მოჰყვეს.
These lawyers work in the legal area related to this article.