1.უნდა ჩატარდეს ცოცხალი დონორის სრული სამედიცინო და ფსიქოსოციალური შეფასება მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ფიზიკური და ფსიქოსოციალური რისკების განსაზღვრისა და მინიმუმამდე შემცირების მიზნით.
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
1.უნდა ჩატარდეს ცოცხალი დონორის სრული სამედიცინო და ფსიქოსოციალური შეფასება მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ფიზიკური და ფსიქოსოციალური რისკების განსაზღვრისა და მინიმუმამდე შემცირების მიზნით.
Closest in meaning — including in other laws
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
Always up-to-date legal framework
3.სამედიცინო შეფასება უნდა ჩაატაროს გადანერგვის ცენტრმა, რომელსაც აქვს ცოცხალ დონორთა ორგანოების გადანერგვის სათანადო ლიცენზია.
4.ფსიქოსოციალური შეფასება უნდა ჩაატაროს ცოცხალი დონაციის კომისიამ დონორისა და რეციპიენტის ურთიერთობის, ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის შესახებ მათი ცნობიერების, ცოდნისა და აღქმის, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მოტივაციისა და მოლოდინის შეფასებისა და სოციალური მხარდაჭერის მიზნით.
5.თუ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები ვერ უზრუნველყოფს დონორსა და რეციპიენტს შორის გენეტიკური კავშირის დადგენას, უნდა ჩატარდეს გენეტიკური კვლევა (დნმ-ტესტირება).
6.ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესი (მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი რისკების შეფასების პროცედურები და კრიტერიუმები) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.