Article 101. სასოფლო-სამეურნეო გამოყენების მიწები და სხვა სავარგულები
სასოფლო-სამეურნეო გამოყენების მიწებს და სხვა სავარგულებს ქალაქებში მიეკუთვნება ბაღები, ვენახები, ბოსტნები, სათიბები, საძოვრები, ტორფნარები, კარიერები, ქვის სამტეხლოები და სხვა. სასოფლო-სამეურნეო გამოყენების მიწები და სხვა სავარგულები ქალაქებში შეიძლება მიეცეს კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის, მუშა-მოსამსახურეთა კოლექტიური მებოსტნეობისათვის, აგრეთვე მოქალაქეებს – სათიბად და პირუტყვის საძოვრად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 მუხლი 102. ქალაქის ფარგლებში კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა კოლმეურნეობათა საზოგადოებრივი სარგებლობის, საბჭოთა მეურნეობების და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების მიწა, თუ მდებარეობს ქალაქის ფარგლებში, მაგრამ ქალაქის დაგეგმარების და განაშენიანების პროექტით არ არის გათვალისწინებული განაშენიანების ან კეთილმოწყობის ობიექტად, ემაგრება მათ უვადო სარგებლობაში. ამ მიწებზე საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობათა განლაგება წარმოებს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
