Article 123. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაცემა
სახელმწიფო სატყეო სამეურნეო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები სატყეო მეურნეობის და ხე-ტყის დამზადების მრეწველობის საჭიროებისათვის გამოუყენებელ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს მათ სარგებლობაში მყოფი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სახალხო დეპუტატთა რაიონული ან საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით აძლევენ კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს და მოქალაქეებს დროებით სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სატყეო მეურნეობის ინტერესებს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 კ ა რ ი VI სახელმწიფო წყლის ფონდის მიწები
