Article 112. სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობის წესი
შემდგომი განვითარებისათვის პერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობა წარმოებს ამ დასახლებული პუნქტის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტების შესაბამისად. შემდგომი განვითარებისათვის არაპერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობა წარმოებს შიდა სამეურნეო მიწათმოწყობის პროექტების შესაბამისად. სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები და სასოფლო-სამეურნეო სხვა საწარმოები მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს იყენებენ საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობების ასაშენებლად და აგრეთვე საკარმიდამო მიწათსარგებლობისათვის სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების, სსრ კავშირის სხვა კანონმდებლობის, ამ კოდექსის 59-ე-62-ე, 64-ე-65-ე, 70-ე-83-ე მუხლებისა და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მიწებზე საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობების განლაგება წარმოებს სასოფლო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით. თ ა ვ ი XXI საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივების, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გაცემა მუხლი 113. საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივების, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გაცემა საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს, აგრეთვე მოქალაქეებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთები ეძლევათ დასახლებული პუნქტების მიწებიდან. ქალაქის მწვანე ზონის გარეთ მდებარე სახელმწიფო სატყეო ფონდის და სახელმწიფო მარაგის მიწებიდან, იმ პირობითა და იმ წესით, რომელიც დადგენილია სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით. საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს და აგრეთვე მოქალაქეებს მიწის ნაკვეთებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის ეძლევათ უვადო სარგებლობაში. მუხლი 114. საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მიზნით მისაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის მისაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა განისაზღვრება სათანადო წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს მიწის ნაკვეთებს აძლევენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ნორმების ფარგლებში. ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთებს გასცემენ სახლის მოცულობის და ადგილობრივი პირობების მიხედვით, შემდეგი ნორმების ფარგლებში: ქალაქად – 0,03-დან 0.06 ჰექტარამდე, ქალაქგარეთ – 0,07-დან 0,12 ჰექტარამდე. ცალკეულ ქალაქებში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების მიცემა, შეიძლება შეზღუდოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ. კ ა რ ი IV მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალების და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები
