Article 83. იმ მოქალაქეთა მიწათსარგებლობა, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში
მოქალაქეები, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალური შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, დაფუძნებულს მათსა და ოჯახის წევრთა პირად შრომაზე, სარგებლობენ მათთვის მიცემულ საყანე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთით. ამ მოქალაქეებს საყანე მიწის ნაკვეთი ეძლევათ სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო მარაგის მიწებიდან, ხოლო საკარმიდამო მიწა - დასახლებული პუნქტის მიწებიდან ამ კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად. საყანე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესსა და ნაკვეთის ოდენობას იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 თ ა ვ ი XVII კოლექტიური მებაღეობა და მებოსტნეობა
