Article 149. ინდივიდუალური ნაგებობათა თანამფლობელებს შორის საადგილმამულო დავის განხილვა
ქალაქების, ქალაქის ტიპის დაბების მიწებზე და სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების მიერ სასოფლო დასახლებულ პუნქტებში მიზომილ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალურ ნაგებობათა თანამფლობელებს შორის დავის განხილვა საერთო მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესის შესახებ ხდება სასამართლო წესით. საერთო მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესის განსაზღვრა ხდება მოქალაქეთა საკუთრებაში მყოფ ნაგებობათა ნაწილის გათვალისწინებით სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს ამ წესს იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ნაგებობის თანამფლობელთა შორის დამკვიდრებულია მიწის ნაკვეთით გარკვეული სარგებლობის წესი და მის შეცვლას შეუძლია არსებითად შელახოს მათი ინტერესები. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
