Article 143. სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენცია საადგილმამულო დავის გადაწყვეტისას
სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენციას მიეკუთვნება დავის გადაწყვეტა მიწით სარგებლობის საკითხებზე: ა) ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებსა, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის; ბ) ამ საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებსა და მოქალაქეთა შორის; გ) მოქალაქეთა შორის გარდა იმ დავისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 149-ე მუხლით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
