მიწები, რომლებიც დადგენილი წესით ვარგისადაა მიჩნეული სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის, უნდა გამოეყოს უწინარეს ყოვლისა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს. სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის მიწების ვარგისიანობას განსაზღვრავენ ის ორგანოები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას მათი გამოყოფის შესახებ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
