Article 26. მიწების გავარგისება მათი შემდგომი გამოყენებისათვის
საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულსა და ტორფს ამუშავებენ, ეწევიან გეოლოგიურ-სადაზვერვო, საძიებო, სამშენებლო და სხვა სამუშაოებს მათთვის სარგებლობისათვის მიცემულ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ან ტყის სავარგულებზე, მოვალენი არიან ამ მიწების საჭიროების განვლის შემდეგ თავის ხარჯზე გაავარგისონ ისინი ისე, რომ გამოსადეგი იყოს სოფლის, სატყეო თუ სათევზე მეურნეობისათვის, ხოლო აღნიშნულ სამუშაოთა სხვა მიწებზე წარმოების დროს - დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის. მიწის ნაკვეთების გავარგისება ხდება სამუშაოთა წარმოების დროს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - სამუშაოთა დამთავრების შემდეგ იმ ორგანოს მიერ დაწესებულ ვადაში, რომელმაც გასცა მიწის ნაკვეთები სარგებლობისათვის, დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტების შესაბამისად. შემდგომ გამოყენებისათვის მიწების გავარგისების პირობებს განსაზღვრავს ის ორგანო, რომელიც გასცემს მიწის ნაკვეთს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
