1.მოიჯარე მიწათსარგებლობის უფლებას მოიპოვებს ხელშეკრულების საფუძველზე.
2.იჯარის ხელშეკრულებას რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოები დებენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმით.
3.საიჯარო ურთიერთობის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ მხარეები საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლების თანდასწრებით ერთობლივად აღწერენ იჯარით აღებული მიწისა და სხვა ობიექტების რაოდენობას და მდგომარეობას და აფიქსირებენ ქონების აღწერის ოქმში.
4.იჯარის ხელშეკრულებაში მიწის ნაკვეთის მეიჯარედ შეიტანება სახელმწიფო, წარმოდგენილი რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოების სახით.
5.იჯარის ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლებას, მისი შესყიდვის დროისათვის არსებული საბაზრო ფასით.
6.იჯარის ვადა განისაზღვრება მეიჯარისა და მოიჯარის შეთანხმებით ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ის არ უნდა აღემატებოდეს 99 წელს. იჯარის ვადა აუქციონის შემთხვევაში განისაზღვრება რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს იჯარის ხელშეკრულებაში.
7.იჯარის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია ქონების აღწერის ოქმი და საიჯარო ნაკვეთის გეგმა. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2294 – სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.198 საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2035 – სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.44 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2637 – სსმI, №5, 20.01.2006წ., მუხ.45 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3528 – სსმI, №32, 31.07.2006წ., მუხ.248






