Article 75. სოფლად მცხოვრებ და მომუშავე მუშების, მოსამსახურეებისა და სპეციალისტებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიცემა
საბჭოთა მეურნეობები და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები მუდმივ მუშებსა და მოსამსახურეებს, აგრეთვე მასწავლებლებს, ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ სოფლად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ან საბოსტნეს აძლევენ ამ მიზნისათვის განკუთვნილი მიწიდან. საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და საბოსტნის გაცემა ხდება საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე. კოლმეურნეობა კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს აძლევს მასწავლებლებს, ექიმებს და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ სოფლად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
