Article 79. მიწის ნაკვეთის გაცემა საბოსტნედ სარგებლობისათვის
Consolidation №6 Verified against the current consolidation · 21 Dec 1987
სოფლად მომუშავე და მცხოვრებ მუდმივ მუშებსა და მოსამსახურეებს, აგრეთვე მასწავლებლებს, ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს, რომლებსაც არ აქვთ საკარმიდამო ნაკვეთები, კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს საბოსტნე ნაკვეთი 0,15 ჰექტარამდე ოჯახზე.
