1.
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ინიციატორმა და თავდაპირველმა კრედიტორმა იმ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნების მიმართ, რომელთა სეკიურიტიზაციაც განხორციელდება, უნდა გამოიყენონ ისეთივე მკაფიოდ განსაზღვრული და ჯანსაღი კრიტერიუმები, როგორსაც სხვა სასესხო/საკრედიტო მოთხოვნების მიმართ იყენებენ. ინიციატორსა და თავდაპირველ კრედიტორს ამ პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პროცესების დასანერგად უნდა ჰქონდეთ ეფექტიანი სისტემები, რათა უზრუნველყონ მოვალის გადახდისუნარიანობის სრულყოფილი შეფასება და ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინება, რომლებზე დაყრდნობითაც მოწმდება მოვალის მიერ სასესხო/საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულება.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნებზე, რომლებიც ინიციატორის მიერ მათი მესამე პირისგან შეძენის დროს უმოქმედო იყო. ასეთ შემთხვევაში ინიციატორმა უნდა უზრუნველყოს ამ მოთხოვნების შერჩევისა და შეფასების ჯანსაღი სტანდარტების გამოყენება.
4.თუ ინიციატორი მესამე პირისგან შეიძენს მოთხოვნებს და ახორციელებს მათ შემდგომ სეკიურიტიზაციას, მან უნდა გადაამოწმოს, რომ პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობდა თავდაპირველი შეთანხმების დადებაში, აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.