1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისას სამსახურს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მზღვეველმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) მზღვეველის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს/საერთო კრებას მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება; ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება; ვ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება დამზღვევისა და დაზღვეულის ინტერესებს, შეუჩეროს მათ კონკრეტული ოპერაციების განხორციელების უფლება, შემოიღოს იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმი; ზ) გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია. 2 1 . სამსახური უფლებამოსილია სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის 2 2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ სადაზღვევო ბროკერმა ან ადმინისტრატორმა დაარღვია: ა) ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან სამსახურის რომელიმე ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება; ბ) ანგარიშგების წარდგენის წესი ან ვადა ანდა წარადგინა არასწორი ანგარიშგება ან სხვა არაზუსტი ინფორმაცია; გ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; დ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნები. 2 2 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, − არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები: ა)სადაზღვევო ბროკერს ან ადმინისტრატორს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ სადაზღვევო ბროკერმა შეწყვიტოს და აღარ დაუშვას შესაბამისი დარღვევა და სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში მიიღოს ზომები ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) სადაზღვევო ბროკერს ან/და ადმინისტრატორს სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილი ოდენობით დააკისროს ფულადი ჯარიმა; დ) სადაზღვევო ბროკერს გაუუქმოს რეგისტრაცია.
3.ამ მუხლით დაკისრებული სანქციები უნდა შეეფარდებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო საფრთხეს.
4.ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქცია იძულებით აღსასრულებლად მიიქცევა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6.სამსახური უფლებამოსილია საპენსიო კომპანიის და მზღვეველის, როგორც საპენსიო სქემის დამფუძნებლის, და მათი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები იმავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1469 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4939 - ვებგვერდი, 09.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5231 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 23 ივნისის კანონი №1687 – ვებგვერდი, 05.07.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3277 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3929 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.
The amendments this article has been through
Identical change to article 21 – redundant entry. Remove.
amending act №5841720Adds a sub-clause 'v' specifying that violating articles 19, 21, and 24 or paragraph 2 of article 26 of the Law on Securities Conversion constitutes grounds for sanctions.
amending act №5998108Addition of sub-clause 'e' to article 21^1, specifying violation of requirements under the law on financial conglomerates as grounds for sanctions.
amending act №5980620No substantive change; amendment applies to article 21
amending act №5827518The amendment adds a new sanctioning criterion: violation of the 'Law on Consumer Rights Protection'. This means the Service can now penalize insurers/administrators specifically for breaches of consumer rights as defined in that law.
amending act №5495318Repeats changes from article 21 regarding supervisory powers of the State Insurance Supervision Service.
amending act №4608694The grounds for sanctioning an insurer or administrator now explicitly include violations of Georgia's Law on Preventing Money Laundering and Terrorist Financing (PMLTF).
amending act №4689328Clarifies conditions under which the supervisory service can impose sanctions, adding violations of anti-money laundering laws and inaccurate reporting as triggers. Also details enforcement of administrative penalties.
amending act №2045009**REMOVED - Duplicate of Article 21**
amending act №1881618Redundant - duplicates Article 21 change; should be removed from material_for.
amending act №89884Describe your situation — we'll help you find the right specialist.