Article 106. საჩივრის განხილვის ვადები
1. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ, ზეპირად ან წერილობით ეცნობება.
2. სამსახურის გენერალური დირექტორი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია საჩივრის განხილვის ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს წერილობით ეცნობება.
3. საჩივარი, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განიხილება კანონით დადგენილ ვადაში.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პენიტენციური კოდექსი
