1.ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
2.ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი ფართობის ნორმა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და პატიმრობის დაწესებულებაში/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მ-ზე ნაკლები.
