1.პირს სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება.
2.მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს (შემდგომ − სასწავლო კურსი), თუ მინისტრის ბრძანებით მას განსაზღვრული აქვს შესაბამისი ვალდებულება. ამ პერიოდში მოსამსახურე სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობით.
