სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Article 46. სპეციალური კონკურსი
1. სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, პირი ინიშნება სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას პირმა (კანდიდატმა) შემოწმება უნდა გაიაროს. შემოწმება გულისხმობს პირის პერსონალური მონაცემების გადამოწმებას/მოძიებას. შემოწმების დაწყებამდე პირი აცხადებს წერილობით თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე.
4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. თუ სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, კანდიდატებს თანაბარი შედეგები აქვთ, სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აქვს გავლილი.
