1.თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი; ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა იქნეს დაკავებული; გ) მოსამსახურე − დაწინაურების შემთხვევაში; დ) მოსამსახურე – სააგენტოს იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან ტერიტორიულ ორგანოში გადაყვანისას, თუ იგი აკმაყოფილებს მის მიერ კონკურსის/დაწინაურების წესით დასაკავებელი თანამდებობისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
