Article 136. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ამოცანები
1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია: ა) მსჯავრდებულისთვის კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა; გ) მსჯავრდებულის განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება; დ) მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადება; ე) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია.
2. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის გამოსწორების ხარისხის შეფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებისას.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პენიტენციური კოდექსი
