1.მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას: ა) სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები დააკისროს სხვა მოსამსახურეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების გარეშე; ბ) სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები დააკისროს სხვა მოსამსახურეს (შემცვლელი მოსამსახურე) და გაათავისუფლოს იგი თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან.



