1.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი განიხილება ამ რეგლამენტის 136-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
1.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი განიხილება ამ რეგლამენტის 136-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
3.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკით განისაზღვრება ბიუჯეტის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სუბიექტების მიერ ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და დასკვნების წარმოდგენის ვადები,აგრეთვე ბიუჯეტის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისა და მიღების საორიენტაციო ვადები.
4.საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას უგზავნის საქართველოს მთავრობას.
5.საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. აღნიშნულ პროექტს უნდა ერთოდეს წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობა.
6.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტისთვის წარდგენისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და 1 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.