1.„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს მთავრობა განსახილველად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. წარდგენილ კანონის პროექტს განიხილავს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა.
