საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.საქართველოს მთავრობა პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, წარუდგენს: ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ ანგარიშს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც წინა წელს მიღებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია (არსებობის შემთხვევაში); ბ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების სამოქმედო გეგმას მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, აგრეთვე ამ საქმეების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებსა და შუალედურ რეზოლუციებს (არსებობის შემთხვევაში).
2.წამყვანი კომიტეტი ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების საკომიტეტო განხილვისთვის მომზადების მიზნით ეცნობა დაინტერესებული პირის/პირების მოსაზრებებსა და შეფასებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
These lawyers work in the legal area related to this article.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ