ლტოლვილი, დამატებითი დაცვის მქონე პირი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს; ბ) შესაბამისი გარემოების წარმოშობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ან სასამართლოს წერილობით აცნობოს მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის ცვლილების, აგრეთვე სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის შეცვლის შესახებ; გ) ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით და მის საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობის გაცემა, ხოლო მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობა; დ) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებიდან 10 დღის ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი.
Article 69. ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის მოვალეობები
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
