Article 62. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მოვალეობები
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვევებს; ბ) აცნობოს სამინისტროს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შესახებ; გ) ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან; დ) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითის ანაბეჭდები და უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში ჩაიტაროს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა; ე) დაუკავშირდეს უფლებამოსილ თანამდებობის პირს ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.
