Article 59. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მოვალეობები
Consolidation №11 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
Topics:Refugee Status
ლტოლვილი ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვევებს; ბ) აცნობოს სამინისტროს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შესახებ; გ) დაუკავშირდეს უფლებამოსილ თანამდებობის პირს ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საერთაშორისო დაცვის შესახებ
